მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია
მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია — არქტიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,7x4 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და კირის ხსნარით. დაზიანებულია: კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა (მაქსიმალური სიმაღლე – 3 მ) შემორჩენილი; თითქმის მთლიანადაა ჩამოცვენილი საპირე ქვები; აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები შუაში განგრეულია; მონგრეულია ჩრდილო-დასავლეთ კუთხე.
ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის ნაშთი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშაა. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 191.