მეკარვიასებრნი (ლათ. Ptilonorthynchidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 23–35 სმ აღწევს. ოჯახში 20–22 სახეობაა.[1][2] გვხვდება ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარში. ბუდეს იკეთებენ ხეზე ან ბუჩქებში. გამრავლების პერიოდში მამლები ტოტებისაგან აშენებენ 2 მ-მდე სიმაღლის კონუსებს ან კარვებს, რომელთა შესასვლელს რთავენ კაშკაშა ან პრიალა საგნებით — ყვავილებით, ნაყოფებით, ნიჟარებით, ხოჭოებით და სხვა. დედლების სქესობრივი სიმწიფე და მათი გამრავლება მიმდინარეობს წვიმის სეზონის დასაწყისში, როდესაც ჩნდებიან მწერები — საკვები ბარტყებისათვის.[3] დებენ 1–3 კვერცხს.[3] მეკარვიასებრნი არ ერიდებიან ადამიანს და ფანჯრის რაფებიდან იტაცებენ ღილებსა და ფერადი ქსოვილის ნაჭრებს.

მეკარვიასებრნი

ატლასისფერი მეკარვია (Ptilonorhynchus violaceus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მეკარვიასებრნი
ლათინური სახელი
Ptilonorthynchidae (G. R. Gray, 1841)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მეკარვიასებრნი (TSN 179663). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  2. Borgia, Gerald (June 1986). „Sexual Selection in Bowerbirds“. Scientific American. 254 (6): 92–101. doi:10.1038/scientificamerican0686-92. JSTOR 24975977.
  3. 3.0 3.1 პროხოროვი ა. პ. (1970). „მეკარვიასებრნი“, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, მე-3 გამოცემა.