ჯეიმზ მადისონი

(გადამისამართდა გვერდიდან მედისონი, ჯეიმზ)

ჯეიმზ მადისონი (ინგლ. James Madison; დ. 16 მარტი 1751 — გ. 28 ივნისი 1836) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-4 პრეზიდენტი 1809-1817 წლებში. იგი იყო აშშ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და აშშ-ის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 1788 წელს მან დაწერა „ფედერალისტის“ (Federalist Papers) მესამედი, რომელიც დღემდე ითვლება კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს კომენტარებად. მადისონი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც მანამდე მოღვაწეობდა აშშ-ის კონგრესში. იგი იყო აშშ-ის პირველი კონგრესის ლიდერი, მის მიერ იქნა შემუშავებული აშშ-ის ძირითადი კანონების დიდი ნაწილი, იგი იდგა კონსტიტუციაში პირველი ათი შესწორების უკან და ასევე ცნობილია როგორც „უფლებათა შესახებ კანონპროექტის მამად“ (Father of the Bill of Rights).[1] როგორც პოლიტიკურ თეორეტიკოსს მადისონს მიაჩნდა, რომ ახალი რესპუბლიკას სჭირდებოდა კონტროლი და წონასწორობა, რათა დაეცვათ პიროვნების უფლებები უმრავლესობის ტირანიისგან.[2][3][4][5]

ჯეიმზ მადისონი
James Madison
ჯეიმზ მადისონი James Madison
აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1809 – 4 მარტი, 1817
ვიცე-პრეზიდენტი  ჯორჯ კლინტონი (1809–1812),
არავინ (1812-1813),
ელბრიჯ ჯერი (1813–1814),
არავინ (1814-1817)
წინამორბედიტომას ჯეფერსონი
მემკვიდრეჯეიმზ მონრო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 მაისი, 1801 – 3 მარტი, 1809
პრეზიდენტითომას ჯეფერსონი
წინამორბედიჯონ მარშალი
მემკვიდრერობერტ სმითი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1789 – 1797

დაბადებული16 მარტი 1751
პორტ კონვეი, ვირჯინია
გარდაცვლილი28 ივნისი 1836
მონპელიე, ვირჯინია
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია
მეუღლედოლი მედისონი
პროფესიაიურისტი
რელიგიადეიზმი
ხელმოწერა

როგორც წარმომადგენელთა პალატის ლიდერი, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა პრეზიდენტ ვაშინგტონთან, რათა ჩამოეყალიბებინათ ფედერალური მთავრობა. ხაზინის მდივან ალეგზანდერ ჰამილტონთან დაპირისპირების გამო, მადისონმა და თომას ჯეფერსონმა ჩამოაყალიბეს, როგორც ისინი უწოდებდნენ, რესპუბლიკური პარტია (შემდგომში დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია), რომელიც ეწინააღმდეგებოდა ფედერალისტებს წამყვან პოლიტიკურ საკითხებში, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის და ჯეის ხელშეკრულების საკითხებში. ჯეფერსონთან ერთად იგი იყო ფარული თანაავტორი კენტუკისა და ვირჯინიის რეზოლუციისა Alien and Sedition Acts პროტესტის ნიშნად.

როგორც სახელმწიფო მდივანი ჯეფერსონის ადმინისტრაციაში, მადისონი ხელმძღვანელობდა ლუიზიანის შესყიდვას, რითაც ქვეყნის ზომა ორჯერ გაიზარდა, და 1807 წლის ემბარგოს კანონს. პრეზიდენტის რანგში იგი ხელმძღვანელობდა ქვეყანას 1812 წლის ომში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ომის მიმდინარეობის დროს და ასევე ომის შემდეგ მადისონმა ბევრი პოზიცია შეიცვალა. 1815 წლისთვის მან მხარი დაუჭირა მეორე ეროვნული ბანკის და ძლიერი არმიის შექმნას, ასევე მაღალ ტარიფებს ომის დროს შექმნილი ახალი ქარხნების დასაცავად.

  1. Wood, 2006b.
  2. Madison Debates in Convention - Tuesday June 26, 1787 "There will be particularly the distinction of rich & poor. ***....In framing a system which we wish to last for ages, we should not lose sight of the changes which ages will produce. An increase of population will of necessity increase the proportion of those who will labor under all the hardships of life, and secretly sigh for a more equal distribution of its blessings. These may in time outnumber those who are placed above the feelings of indigence. According to the equal laws of suffrage, the power will slide into the hands of the former."
  3. Notes of the Secret Debates of the Federal Convention of 1787, TUESDAY JUNE 26TH "The man who is possessed of wealth, who lolls on his sofa, or rolls in his carriage, cannot judge of the wants or feelings of the day laborer. The government we mean to erect is intended to last for ages. The landed interest, at present, is prevalent; but in process of time, when we approximate to the states and kingdoms of Europe; when the number of landholders shall be comparatively small, through the various means of trade and manufactures, will not the landed interest be overbalanced in future elections, and unless wisely provided against, what will become of your government? In England, at this day, if elections were open to all classes of people, the property of the landed proprietors would be insecure. An agrarian law would soon take place. If these observations be just, our government ought to secure the permanent interests of the country against innovation. Landholders ought to have a share in the government, to support these invaluable interests, and to balance and check the other. The checks and balances ought to be so constituted as to protect the [privatized property of the] minority of the opulent against the [will of the] majority."
  4. Jerry Fresia, "Toward an American Revolution - Exposing the Constitution and other Illusions" (South End Press, 1988). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-07. ციტირების თარიღი: 2009-11-15.
  5. Fresia (1988) Chapter 3: The Constitution: Resurrection of an Imperial System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-11. ციტირების თარიღი: 2009-11-15.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: