რობერტ ჯეიმზ სმითი (ინგლ. Robert James Smith; დ. 21 აპრილი, 1959) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და ხმის ჩამწერი პროდიუსერი. ცნობილია 1976 წელს ჩამოყალიბებული როკ-ჯგუფის The Cure წევრობით, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელია. სმითი ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი, გიტარისტი, ლირიცისტი და ერთადერთი მუდმივი წევრია. 1982-1984 წლებში იგი ჯფუფის Siouxsie and the Banshees წამყვანი გიტარისტი იყო.

რობერტ სმითი

სმიტი 1985 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1959(1959-04-21)[1] [2] (65 წლის)
დაბ. ადგილი ბლეკპული, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
  • ხმის ჩამწერი პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ბას-გიტარა
  • კლავიში
აქტიური 1972-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი thecure.com
რობერტ სმითი ვიკისაწყობში

სმითი გიტარის დაკვრის თავისებური სტილით, გამორჩეული ხმითა და უნიკალური სტილითაა ცნობილი, რომელიც წითელ ტუჩსაცხს, თვალების მუქ მაკიაჟსა და შავი ფერის ჩაცმულობას მოიცავს. თავისი გარეგნული იერსახით სმითმა დიდი გავლენა მოახდინა გოთურ სუბკულტურაზე, რომელიც 1980-იან წლებში აღორძინდა. 2019 წელს სმითი, როგორც The Cure-ის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #134524713 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Discogs — 2000.