მეგრულა — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების უძველესი ადგილობრივი ქართული ქათმის ჯიში. წარმოშობა უცნობია. ძირითადად გავრცელებულია სამეგრელოს ტერიტორიაზე. სქესობრივ სიმწიფეს 170 დღის ასაკში აღწევს. მამლის ცოცხალი მასაა 2,1–2,4 კგ, დედლისა — 1,4–1,6 კგ. კვერცხმდებლობა 160–165 ცალი წელიწადში; თითოეული იწონის 53–59 . კვერცხი მაღალი საინკუბაციო თვისებებით გამოირჩევა, წიწილები სწრაფად იზრდებიან და 3–4 თვეში უკვე დასაკლავ ასაკს აღწევენ. მოზარდის, ისევე როგორც ზრდასრული ფრინველის ხორცი მაღალი საგემოვნო თვისებებისაა, ამას განაპირობებს ცხიმის დაგროვება არა მარტო კანქვეშ და მუცლის ღრუში, არამედ კუნთებს შორისაც, რაც არ გვხვდება სხვა კულტურულ ჯიშებსა და კროსებში. კვერცხში მაღალია ლიზინის, ლეიცინისა და იზოლეიცინის შემცველობა, რაც მისი მაღალი საინკუბაციო და საგემოვნო თვისებების განმაპირობებელი ფაქტორია.

დედალი

ლიტერატურა

რედაქტირება