მეგობრობის თეატრი

მეგობრობის თეატრი შეიქმნა 1974 წელს საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან. მისი მიზანი იყო საქართველოში მოძმე რესპუბლიკების თეატრალური ცხოვრების, ხოლო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია. მეგობრობის თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო სსრკ-ში. მისი სტუმრები იყვნენ მოსკოვის თეატრების (მოსსოვეტის, სამხატვრო, სატირის, სოვრემენნიკი, საბავშვო მუსიკალური, ვახტანგოვის, ერმოლოვას, გოგოლის სახელობის) კოლექტივები. აგრეთვე ლენინგრადის გორკის სახელობის დიდი დრამატული თეატრი, ლიტვის პანევეჟისის სახელობის, ერევნის დრამატული, რიგის მოზარდ მაყურებელთა, ესტონითის კინგისეპის სახელობის, ლატვიის უპიტის სახელობის დრამატული თეატრები. მეგობრობის თეატრის ხაზით საქართველოს რესპუბლიკიდან სპექტაკლები უჩვენეს მოსკოვში გრიბოედოვისა (1976) და მარჯანიშვილის (1979) თეატრებმა; ბაქოსა და ერევანში რუსთაველისა (1978) და მარჯანიშვილის (1980) თეატრებმა.

ლიტერატურა

რედაქტირება