საქართველოს თეატრალური საზოგადოება
საქართველოს თეატრალური საზოგადოება — ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ შემოქმედებითი ორგანიზაცია. აერთიანებს საქართველოს თეატრების შემოქმედებით მუშაკებს. დაარსდა 1945 წელს. საზოგადოების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თეატრის მუშაკთა შემოქმედებით აქტივობასა და მხატვრული ოსტატობის ამაღლებას. უმაღლესი ორგანოა ყრილობა. 1955 წლიდან საზოგადოება უშვებს ჟურნალ „თეატრალური მოამბე“, 1972 წელს გაიხსნა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი. 1974 წელს საზოგადოებასთან შეიქმნა „მეგობრობის თეატრი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 345.