მეგაზაფხულენი (ლათ. Plecoptera) — მწერების რიგი. აქვთ გამჭვირვალე ფრთები, რომელთა შლილი 10-80 მმ აღწევს. მათი სხეული ბოლოვდება 2 გრძელი ძაფით. რიგში 700-მდე სახეობაა. ბინადრობენ გამდინარე წყალსატევებთან. მათი მატლები მტაცებლებია. გარდაქმნა ზოგჯერ 3 წელზე მეტ ხანს გრძელდება. საქართველოში ფართოდ არიან გავრცელებული. სახეობატა უმრავლესობა ენდემურია, ბინადრობენ ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის. სვანეთისა და სხვა რეგიონების მდინარეებში. მეგაზაფხულეთა მატლები სარეწაო თევზების საკვებია.

მეგაზაფხულენი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  მეგაზაფხულენი
ლათინური სახელი
Plecoptera

ლიტერატურა

რედაქტირება