მებოცვრეობამეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ბოცვრების მოშენება. მებოცვრეობის ძირითადი პროდუქტებია ხორცი, ტყავი, თივთიკი. მებოცვრეობა განვითარებულია საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, უნგრეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში. აგრეთვე რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვაში.

საქართველოში მებოცვრეობის განვითარება 1970-იანი წლებიდან დაიწყო. 1975-თვის მებოცვრეობის ფერმები და სანაშენე მეურნეობები 35-ს აღწევდა, სადაც 12 000 დედა ბოცვერი იყო. კარგადაა მოწყობილი მებოცვრეობის კუმისის სანაშენე მეურნეობა და ბებნისის სანაშენე ფერმა. სანაშენე ჯიშებია საბჭოური შინშილა, ნაცარა გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შავარდენი, კალიფორნიული და სხვა ბოცვერი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენუქიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 534, თბ., 1983