მდევარი
მდევარი — ფეოდალური ლაშქრის სახეობა საქართველოში. სწრაფად იკრიბებოდა მტრის თავდასხმის დროს. მდევარის ძირითადი მოვალეობა იყო გაქცეული მტრის დადევნება. მდევარში შედიოდა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი. მდევრის როლი განსაკუთრებით გაიზარდა ლეკიანობასთან ბრძოლის დროს. 1772 წელს ერეკლე II-ის მიერ გაცემული ბრძანებით ზემო ქართლი სამდევროებად დაიყო. არსებობდა სხვა რეგიონების სამდევროებიც. მდევარის შეკრებას სარქარდრები ხელმძღვანელობდნენ. ზემო ქართლის მდევარის საერთო ხელმძღვანელობა ამილახორსა და ერისთავს ევალებოდა. მდევარი ძირითადად ფეხოსნებისაგან შედგებოდა. მდევარში გაუსვლელობისათვის დაწესებული იყო სხვადასხვა სასჯელი. მდევარი იყო მორიგე ლაშქრის ერთ-ერთი წინამორბედი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეგრელაძე დ., დაღესტან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «მაცნე», 1967, №6;
- მეგრელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 529.