მდგრადი მოდა (ასევე ცნობილი, როგორც ეკო-მოდა) — ტერმინი, რომელიც აღწერს პროდუქტებს, პროცესებს, საქმიანობას და აქტორებს (პოლიტიკოსები, ბრენდები, მომხმარებლები), რომელიც მიზნად ისახავს დანერგოს ნახშირბადნეიტრალური მოდის ინდუსტრია, რომელიც აგებულია თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, ცხოველთა კეთილდღეობაზე და ეკოლოგიურ მთლიანობაზე.[1]

მდგრადი მოდა უფრო მეტ საკითხებს აერთიანებს, ვიდრე მხოლოდ ტექსტილს ან პროდუქტებს. ეხება მთელ პროცესს, რომელშიც პროდუქტის წარმოება, მოხმარება და განკარგვა ხდება; ვინ, რა, როგორ, როდის, სად. პროდუქტით სარგებლობის ვადიდან ნაგავსაყრელზე შესვლამდე. მდგრადი მოდა მიზნად ისახავს ებრძოლოს ნახშირბადის დიდ კვალს, რომელიც სწრაფმა მოდამ შექმნა, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება და მთლიანი კლიმატის ცვლილება.

2020 წელს დადგინდა, რომ ტექსტილის წარმოების და მიწოდების ჯაჭვების ნებაყოფლობითი, თვითმართული რეფორმის მიდგომა მსხვილი კომპანიების მიერ მოდის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, წარუმატებელი აღმოჩნდა.[2][3]

გამწვანების მიღმა საჭიროა მიღებულ იქნეს ძირეული რეფორმის ზომები, სტანდარტიზებული სერტიფიკატების შექმნა, აღსრულების პოლიტიკის ჩართვა იმპორტის კონტროლთან, სუბსიდიებთან[4] და ეკოტარიფის მსგავს ინტერვენციებთან ერთად.[5][6][7]

„მწვანე“ ან „ეკო“ მოდის პრინციპები ეფუძნებოდა ეკოლოგების — არნე ნესის, ფრიტიოფ კაპრას და ერნესტ კალენბახის და დიზაინის თეორეტიკოსის ვიქტორ პაპანეკის ფილოსოფიას. ეს პრინციპები ასევე დაკავშირებულია ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის, ურთიერთდაკავშირებისა და „ზრუნვის ეთიკის“ ფემინისტურ გაგებასთან, როგორც ამას მხარს უჭერენ კაროლინ მერჩანტი,[8] სუზი გაბლიკი,[9] ვანდანა შივა[10] და კეროლ გილიგანი.[11]

Patagonia-სა და ESPRIT-ის ადრეული მუშაობის მემკვიდრეობა დღესაც განაგრძობს საუბრის ფორმირებას მოდის მდგრადობის გარშემო. 1990 წელს ESPRIT-მა განათავსა რეკლამა Utne Reader-ში პასუხისმგებლიანი მოხმარების მოთხოვნით და ESPRIT-მა და Patagonia-მ დააფინანსეს პირველი ორგანული ბამბის კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1991 წელს ვიზალიაში (კალიფორნია), რომლის მიზანი იყო მოძრაობის გაფართოება მრავალი მოდის ბრენდების ჩათვლით.

1992 წელს ESPRIT ელექტრონული კოლექცია, რომელიც ეფუძნება Elmwood Institute-ის Eco Audit-ის სახელმძღვანელოს, შეიმუშავა მთავარმა დიზაინერმა ლინდა გროსმა[12] და გამოუშვა საცალო ვაჭრობაში. 2011 წელს ბრენდმა Patagonia-მ გაუშვა რეკლამა და პიარკამპანია სახელწოდებით „არ იყიდო ეს ქურთუკი“ Patagonia-ს საქონლის სურათით. ეს გზავნილი მიზნად ისახავდა ხალხის წახალისებას, დაფიქრებულიყვნენ რა გავლენა აქვს მოხმარებას გარემოზე, შეიძინათ მხოლოდ ის, რაც მათ სჭირდებათ.[13]

ინდუსტრიის პარალელურად, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვითარდებოდა კვლევები მდგრადი მოდის ირგვლივ, ამ სფეროს ახლა აქვს საკუთარი ისტორია, დინამიკა, პოლიტიკა, პრაქტიკა, ქვემოძრაობები და ანალიტიკური და კრიტიკული ენის ევოლუცია.[14][15][16][17][18][19] ეს სფერო ფართოა, მათ შორის ტექნიკური პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს არსებული ოპერაციების რესურსების ეფექტურობა,[20] ბრენდებისა და დიზაინერების ჩართულობა, რომლებიც მუშაობენ ამჟამინდელ დადგენილ ჩარჩოებში,[21] ისევე როგორც ისინი, რომლებიც ფუნდამენტურად ხელახლა წარმოსახავს მოდის ინდუსტრიას, მათ შორის ზრდას.[22]

2019 წელს მკვლევართა ჯგუფმა ჩამოაყალიბა მოდის მკვლევართა კავშირი (UCRF), რათა მხარი დაუჭიროს რადიკალურ და კოორდინირებულ კვლევით საქმიანობას ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და კლიმატის ცვლილების გამოწვევების გასამკლავებლად.[23] 2019 წლის შემოდგომაზე, UCRF-მა მიიღო North Star Award-ი მილანის მოდის კვირეულის Green Carpet Fashion Awards-ზე.[24]

მდგრადი მოდის მოძრაობის მიმდევრები თვლიან, რომ მოდის ინდუსტრიას აქვს ნათელი შესაძლებლობა იმოქმედოს განსხვავებულად, მიაღწიოს მოგებასა და ზრდას და ასევე შექმნას ახალი ღირებულება და უფრო ღრმა სიმდიდრე საზოგადოებისთვის და, შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკისთვის. მოძრაობას მიაჩნია, რომ კომპანიებმა მენეჯმენტის დღის წესრიგში უნდა დააყენონ გარემოსდაცვითი, სოციალური და ეთიკური საკითხები.[25][26] ეს შეიძლება მოიცავდეს: მასალების სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებას; ნარჩენების რაოდენობის შემცირებას; და წარმოებისა და მოხმარების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებას. კიდევ ერთი მიზანია ხალხის ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურად სუფთა მოხმარების პრაქტიკაში „მწვანე მომხმარებლის“ პოპულარიზაციის გზით, რაც საშუალებას მისცემს თავად კომპანიას მოიპოვოს მეტი მხარდაჭერა და მეტი მიმდევარი.[27][28]

  1. Alves, Ana. (Apr 21, 2022) What Exactly Is Sustainable Fashion And Why Is So Important?. ციტირების თარიღი: May 22, 2022
  2. Destination Zero: seven years of Detoxing the clothing industry. Greenpeace. ციტირების თარიღი: 30 September 2020
  3. „Greenpeace Calls Out Nike, Adidas and Puma for Toxic Clothing“. Reuters (ინგლისური). 9 August 2011. ციტირების თარიღი: 30 September 2020.
  4. Niu, Baozhuang; Chen, Lei; Zhang, Jie (November 2017). „Punishing or subsidizing? Regulation analysis of sustainable fashion procurement strategies“. Transportation Research Part E: Logistics and Transportation Review. 107: 81–96. doi:10.1016/j.tre.2017.09.010.
  5. Increasing Green Credentials beyond Greenwash. ციტირების თარიღი: 22 November 2021
  6. Dahl, Richard (June 2010). „Green Washing: Do You Know What You're Buying?“. Environmental Health Perspectives. 118 (6): A246-52. doi:10.1289/ehp.118-a246. PMC 2898878. PMID 20515714.
  7. Neuman, Salla (2019). „Sustainability in fashion production – How are the pioneers doing it?“. www.theseus.fi.
  8. Merchant, Carolyn (1990). Death on Nature. Bravo. 
  9. Gablik, Suzi (1991). The Reenchantment of Art.. Thames and Hudson.. 
  10. Shiva, Vandana (1989). Staying Alive. Zed Books. 
  11. Gilligan, Carol (1982). In a different voice: psychological theory and women's development. Harvard University Press.. 
  12. „Lynda Grose – PIONEERING ENVIRONMENTAL STANDARDS FOR THE CLOTHING INDUSTRY – CE NEWS“. CE NEWS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-11.
  13. Don't Buy This Jacket, Black Friday and the New York Times - Patagonia (November 25, 2011).
  14. (2008) Sustainable Fashion: Why Now?. Fairchild Books. 
  15. (2011) Shaping Sustainable Fashion. Earthscan. 
  16. (2013) The Handbook of Sustainable Design. Bloomsbury. 
  17. (2015) Routledge Handbook of Sustainability and Fashion. Routledge. 
  18. Niinimaki, Kirsi (2018). Sustainable Fashion in a Circular Economy. Aalto ARTIS Books. 
  19. Rissanen, Timo and Holly McQuillan (2018). Zero Waste Fashion Design. Bloomsbury. 
  20. Gardetti, Migel Angel & Ana Laura Torres (2013). Sustainability in Fashion and Textiles. Greenleaf. 
  21. (2013) რედ. Black, Sandy: The sustainable fashion handbook. Thames & Hudson. ISBN 9780500290569. OCLC 800642264. 
  22. Fletcher, Kate (2016). Craft of Use: Post Growth Fashion. London: Routledge. 
  23. Researchers set out manifesto for fashion change. ციტირების თარიღი: 2019-02-28
  24. Glover, Simon. Award-winning researchers call for new sustainability approach en-GB. ციტირების თარიღი: 2020-07-24
  25. „Pulse of The Fashion Industry“ (PDF). Global Fashion Agenda. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2019-03-22. ციტირების თარიღი: 2018-10-13.
  26. Fletcher, Kate; Tham, Mathilda (2019) Earth Logic Fashion Action Research Plan. London: JJ Charitable Trust. ISBN 978-1-5272-5415-2. 
  27. Brown, Sass (2010). Eco fashion. Laurence King. თარგი:Pn
  28. Gurova, Olga; Morozova, Daria (August 2018). „A critical approach to sustainable fashion: Practices of clothing designers in the Kallio neighborhood of Helsinki“. Journal of Consumer Culture. 18 (3): 397–413. doi:10.1177/1469540516668227. S2CID 151351581.