მგლინავის ციხე
მგლინავის ციხე — ციხესიმაგრე არტაანის პროვინციაში, თურქეთის რესპუბალიკა. მდებარეობს ჰანაქის რაიონში, სოფელ ჩაიაღზის მახლობლად. ციხე სოფლის ჩრდილო დასავლეთით, მტკვრის შენაკად პატარა მდინარე ჩოთ სუიუ ჩაის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბორცვზეა აგებული. ციხეს ადგილობრივ რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: ორექაზი, ორეგაზე და ძველი ქართული სახელის — მგლინავის — სახეცვლილი ფორმით, კირნავი.
ტოპონიმი
რედაქტირებამგლინავმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად მგლინავი, შემდეგ გლინავი გახდა, მოგვიანებით, ოსმალების მიერ არტაანის დაკავების შემდეგ, კიდევ შეეცვალა სახელი და ორეზაქი, ან ორაზაქი დაერქვა, თუმცა, ადგილობრივთა შორის, ძველი სახელწოდება კირნავ — ფორმით შენარჩუნდა. მოგვიანებით, XX საუკუნის 20-იან წლებში, სოფელს კიდევ ერთხელ შეუცვალეს სახელი და ჩაიაღზი დაარქვეს.
ისტორია
რედაქტირებამგლინავის ციხის შესახებ ცნობები ქართლის ცხოვრებაშია დაცული. როგორც ცნობილია, აშოტ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, სამფლობელოების განაწილების გამო მის მიმკვიდრეებს შორის დაპირისპირება წარმოიქმნა. მალე, სხვადასხვა შტოს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლებიც გაიმართა. როგორც წყაროებიდან არის ცნობილი, უკვე მეორე თაობაშივე მიმდინარეობს დაძაბული ბრძოლები სამფლობელოთა გამიჯვნისათვის.[1]. სწორედ ამიტომ უნდა მომხდარიყო სამხედრო დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშოტ I კურაპალატის უფროსი შვილის ადარნესეს ძე გურგენ კურაპალატსა, ხოლო, მეორე მხრივ, აშოტ I-ის შუათანა ვაჟის ბაგრატ I-ის შვილიშვილის, ადარნასე II ქართველთა მეფეს შორის.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7