მაჰირ ემრელი
მაჰირ ემრელი (აზერ. Mahir Emreli, წინათ მაჰირ მადატოვი აზერ. Mahir Mədətov; დ. 1 ივლისი, 1997, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. იგი ამჟამად თამაშობს კლუბ ყარაბაღსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მაჰირ ემრელი[1] | ||
დაბადების თარიღი | 1 ივლისი, 1997 | ||
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი | ||
სიმაღლე | 185სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ყარაბაღი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006 - 2013 | ბაქო | ||
2014 | ლანსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013 - 2015 | ბაქო | 17 | (0) |
2015 - | ყარაბაღი | 92 | (36) |
ეროვნული ნაკრები | |||
2012 | აზერბაიჯანის 17-წლამდელთა | 3 | (0) |
2014 - 2015 | აზერბაიჯანის 19-წლამდელთა | 8 | (1) |
2016 - 2018 | აზერბაიჯანის 21-წლამდელთა | 11 | (5) |
2017 | აზერბაიჯანის 23-წლამდელთა | 5 | (2) |
2017 - დღემდე | აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები | 19 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებაკლუბი
რედაქტირებაემრელის პროფესიონალური კარიერის დებიუტი შედგა 2014 წლის 27 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, ბაქოსა და არაზ ნახსივანს შორის გამართულ შეხვედრაში.[2]
2015 წლის 16 ივლისს ემრელმა კლუბ ყარაბაღთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[3]
2015 წლის 23 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ყარაბაღში; მან შუველიანის წინააღმდეგ ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა გოლის გატანა.[4]
მისი ევროპულ ტურნირზე დებიუტი 2016 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა; აღნიშნულ შეხვედრაში გუნდი ლუქსემბურგულ გუნდ „F91 დუდლანჯ“-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.[5]
2016 წლის 15 სექტემბერს მან შედგა მისი დებიუტი უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც გუნდი „სლოვან ლიბერესს“ დაუპირისპირდა.[6]
მან მეორე ევროპული გოლი 2017-18 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის „პლეი-ოფ“-ის დაუნდში, დანიის კოპენჰაგენის წინააღმდეგ გაიტანა (შეხვედრაში გუნდმა საკუთარ მოედანზე 1:0 გაიმარჯვა)[7].
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი დებიუტი 2017 წლის 12 სექტემბერს, ჩელსის წინააღმდეგ, სტემფორდ ბრიჯზე შედგა.[8] მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთ თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.
საერთაშორისო
რედაქტირებააზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ემრელის დებიუტი 2017 წლის 9 მარტს, ყატარის წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ შეხვედრაში შედგა.[9][10]
ეროვნული ნაკრების მაისურით მან პირველი გოლი 2018 წლის 29 მაისს, ყირგიზეთის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა.[11]
2017 წლის ისლამის სოლიდარობის თამაშები
რედაქტირებააზერბაიჯანის 23-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო ისლამის სოლიდარობის თამაშები. იგი აზერბაიჯანის ერვნულ 23-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში იაშარ ვაჰაბზადემ აირჩია; ემრელმა 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა; აღსანიშნავია, რომ მან ფინალში ომანის წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა.[12]
სპონსორები
რედაქტირება2018 წელს ემრელიმ ხელი მოაწერა სპონსორობის ხელშეკრულებას ამერიკული სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მომწოდებელთან, „Nike“–თან.[13]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2019 წლის მაისში სახელი მაჰირ მადატოვი შეიცვალა და მაჰირ ემრელი დაირქვა; მიზეზი მამის ახალ ქორწინებასთან უთანხმოება იყო.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Официально: Махир Мадатов стал Махиром Эмрели Махир оглу (ФОТО) Russian. Azeri Football (10 May 2019). ციტირების თარიღი: 10 May 2019.
- ↑ „BAKI VS. ARAZ 2 - 1“. Soccerway. 27 September 2014.
- ↑ Mahir Mədətov "Qarabağ"da !. Qarabağ FK (16 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2019.
- ↑ „ŞÜVƏLAN VS. QARABAĞ 0 - 2“. Soccerway. 23 August 2015.
- ↑ 2016-17 UEFA Champions League, Second qualifying round matches, UEFA.com
- ↑ 2016-17 UEFA Europa League group stage matches, UEFA.com
- ↑ 2017-18 UEFA Champions League, Second qualifying round matches, UEFA.com
- ↑ 2017-18 UEFA Champions League group stage matches, UEFA.com
- ↑ AFFA.az
- ↑ „QATAR VS. AZERBAIJAN 1 - 2“. Soccerway. 9 March 2017.
- ↑ [1]
- ↑ „AZERBAIJAN VS. OMAN 2 - 1“ (PDF). baku2017results.azureedge.net. 21 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 22 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2019.
- ↑ "Nike" Mahir Mədətovla müqavilə bağladı. Sportline (7 March 2018).