მაჰარამ სეიდოვი
მაჰარამ სეიდოვი (აზერ. Məhərrəm Seyidov; დ. 7 სექტემბერი, 1952, ალიშარი, შარური, აზერბაიჯანის სსრ — გ. 19 იანვარი, 1990, ქარქი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა ყარაბაღის ომში.[1]
მაჰარამ სეიდოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 სექტემბერი, 1952 ალიშარი, შარური, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
19 იანვარი, 1990 (37 წლის) ქარქი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების მიზეზი | მოკლული |
დაკრძალულია | შარურის რაიონის მოწამეთა ხეივანი |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1952 წლის 7 სექტემბერს, შარურის რაიონის სოფელ ალიშარში. იქვე, 1969 წელს დაამთავრა ნ. ნარიმანოვის სახელობის საშუალო სკოლა. მოგვინაებით, დაამთავრა ბაქოს სპეციალიზებული მილიციის სკოლა. მილიციის კაპიტნი სეიდოვი მუშაობდა მთავარ ინსპექტორად, შარურის რაიონში.[2]
ომში მონაწილეობა
რედაქტირება1990 წელს, როგორც სხვა რაიონებს, სადარაქის რაიონსაც თავს დაესხნენ სომხეთის შეიარაღებული ძალები. 1990 წლის 18 იანვარს, სომხურმა ძალებმა შეუტიეს სოფელ ქარქს. დაწვეს სახლები და დაიწყეს უდანაშაულო მოსახლეობაზე ძალადობა. შარურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სისხლიანი ბრძოლის დროს, ორივე მხრიდან ბევრი დაღუპული და დაჭრილი იყო. 19 იანვარს, პოლიციის ერთ-ერთი კაპიტანი აზერი ალყაში აღმოჩნდა. მისი გადარჩენა თავისთავზე მაჰარამმა აიღო, ბრძოლით მივიდა პოლიციის კაპიტანთან, მაგრამ თვითონაც ალყაში მოექცა. კაპიტნის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თვითონ მაჰარამი დაიღუპა.[3]
ოჯახი
რედაქტირებაიყო დაოჯახებული, ჰყავს ოთხი შვილი.[1]
ჯილდოები
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1992 წლის 6 ივნისის, № 831 ბრძანებით, მაჰარამ სეიდოვს დაღუპვის შემდეგ მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება. დასაფლავებულია შარურის რაიონის მოწამეთა ხეივანში.
ქალაქ შარურში არსებობს მისი სახელობის ქუჩა, სადაც დადგმულია ბრინჯაოს ბიუსტი. იქვე მდებარე №2 საშუალო სკოლას მარაჰამ სეიდოვის სახელი მიენიჭა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 National Heroes. ციტირების თარიღი: 16 January 2019
- ↑ Milli Qehreman Meherrem Seyidov[მკვდარი ბმული]
- ↑ "Naxçıvan Ensiklopediyası" - 2 cilddə, II cild, Naxçıvan, 2005, səh 249. დაარქივებული 2016-07-01 საიტზე Wayback Machine. ISBN 5-8066-1468-9