მაჯიდა ალ-რუმი ბარადი (არაბ. ماجدة الرومي برادعي; დ. 13 დეკემბერი, 1956, ტვიროსი, ლიბანი) — ლიბანელი სოპრანო, გაეროს კეთილი ნების ელჩი. მაჯიდა ალ-რუმის მუსიკალური კარიერა იწყება 1974 წელს, როცა ის მონაწილეობას იღებს შოუში ლიბანურ ტელეარხზე „Télé Liban“.

მაჯიდა ალ-რუმი
Majida El Roumi in a portrait from 1994.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაჯიდა ალ-რუმი ბარადი
ماجدة الرومي برادعي
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1956 (1956-12-13) (66 წლის)
დაბ. ადგილი ტვიროსი, ლიბანის დროშა ლიბანი
ჟანრ(ებ)ი არაბული მუსიკა, ქრისტიანული გალობა, კლასიკური მუსიკა, ოპერა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1970-იანები - დღემდე
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, Commander of the National Order of the Cedar, Officer of the Order of Ouissam Alaouite, honorary doctorate from the American University of Beirut და honorary doctor of Lebanese University
საიტი magidaelroumy.com
მაჯიდა ალ-რუმი ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

მაჯიდა ალ-რუმი დაიბადა ცნობილი ლიბანელი მომღერლის ჰალიმ ალ-რუმისა და მარი ლუთფის მელკიტი-კათოლიკეთა ოჯახში. 5 წლის ასაკიდან მღეროდა არაბულ საგალობლებს. 16 წლის ასაკში „Télé Liban“-ის ერთ-ერთ ტელეშოუში მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი მომღერალი ლიბანში. 1975 წლის ლიბანური სამოქალაქო ომის დროს ჩაწერა სიმღერა "Am Behlamak" („ლიბანო, შენ მესიზმრები“), რამაც წარმატება მთელს არაბულ სამყაროში მოუტანა. 1991 გამოვიდა მისი სიმღერა "Kalimat" (სიტყვები, كلمات), რამაც მაჯიდა ალ-რუმი მსოფლიო არაბულ დიასპორას გააცნო.

წლების განმავლობაში აგრძელებდა არაბულ ენაზე ქრისტიანული გალობის ჩაწერას, მონაწილეობდა კლასიკური ვოკალის ფესტივალებში, სხვადასხვა საოპერო პერფომანსებში, ეწეოდა მეცენატურ სამსახურს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: