მახუნცეთის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს.[1] პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.[2] პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.[3]
მახუნცეთის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: 41°34′14″ ჩ. გ. 41°51′35″ ა. გ. / 41.5707667° ჩ. გ. 41.8599278° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქედის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 50 მ |
მდინარე | აჭარისწყალი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხარაძე, ზურაბ სეფერთელაძე, ეთერ დავითაია. ჩვენი ღირსებანი, წიგნი IV, გვ. 163. წ. 2012
- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, გვ. 386. წ. 2014.
- ↑ მახუნცეთის ჩანჩქერის შესახებ