მახვილკუდანი (ლათ. Limulidae) — ზღვის ფეხსახსრიანების რიგი მერისტომიანების კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 90 სმ აღწევს, გაბრტყელებულია, ბოლოვდება მახვილისებრი მორჩით, ზემოდან დაფარულია ოვალური გრძელი ჯავშნით. იკვებებიან მოლუსკებით და სხვა უხერხემლოებით. ცალსქესიანებია. მახვილკუდანთა 12 ნამარხი გვარი ცნობილია სილურულიდან. თანამედროვე მახვილკუდანი შეიცავს 3 გვარის 5 ტროპიკულ სახეობას: ერთი ატლანტის ოკეანეშია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან, დანარჩენები — აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებთან. ამერიკასა და იაპონიაში მახვილკუდანი რეწვის ობიექტია (სასუქად იყენებენ).