ჩხუტუნეთის (მაჭახლის) მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი)

ჩხუტუნეთის (მაჭახლის) მუზეუმი, მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი — მდებარეობს ზედა ჩხუტუნეთში.

მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

გაიხსნა 1984 წლის 9 ივნისს. მუზეუმის გახსნის ინიციატორი და დამაარსებელია სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი ზურაბ ნაგერვაძე, რომელიც მუზეუმს ხელმძღვანელობდა დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე (1995 წ .), ხოლო 1995 წლიდან მუზეუმს ხელმძღვანელობს მისი ვაჟი მალხაზ ნაგერვაძე.

მუზეუმი განთავსებულია ყოფილი მეჩეთის შენობაში. იგი სამსართულიანია. პირველი სართული არის ქვით ნაშენები, ხოლო მეორე და მესამე სართული ხით. თვით ეს შენობა თავისი ხუროთმოძღვრული ორნამენტებით სამუზეუმოა. მუზეუმი მისი დაარსებიდან დღემდე დაათვალიერა დაახლოებით 23000-მა დამთვალიერებელმა.

2007 წლიდან მუზეუმი გადავიდა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში და შეეცვალა სახელწოდება. ამჟამად იწოდება ჩხუტუნეთის (მაჭახლის) მუზეუმად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება