მაჭარწყლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭარწყალში

მაჭარწყლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭარწყალში.

ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი აქვს სამხრეთი მხრიდან. სწორედ აღნიშნული შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ამოკაწრული ასომთავრული წარწერის რამდენიმე გრაფემა — „ნიკლზ“ საკმარის არგუმენტად ჩათვალა სერგი მაკალათიამ, რომ აღნიშნული ტაძარი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიად მიეჩნია. თუმცა დევი ბერძენიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ აქ მოხსენიებული ნიკოლოზი შეიძლება საერო პირი იყოს.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი ძალიან დაზიანებულია, კერძოდ, კამარა ჩაქცეული აქვს, თითქმის მთლიანად დანგრეულია აღმოსავლეთ ფასადი. ეკლესია აგებულია რუხი ფერის უხეშად გათლილი საშუალო ზომის ქვებით. ალაგ-ალაგ ჩატანებულია წითელი ფერის ქვები. ეს განსაკუთრებით შეინიშნება ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, რაც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ეკლესიას გალავნის შიგნით შიგნით სასაფლაოა. ტაძრის ინტერიერში დასავლეთ ფასადზე მომწვანო ფერის ქვაზე ამოკაწრულია XI საუკუნის მხედრული წარწერა, რომელიც დღემდე უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისათვის. წარწერიანი ქვა ამობრუნებულია. როგორც ჩანს შემდეგ სამშენებლ მასალად გამოიყენეს. წარწერა სავედრებელი ხასიათისაა და შემდეგი სახით იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ(რისტ)ე შეიწყალე იოანე ცოდვილი..“

ამის შემდეგ მოდის რამდენიმე გრაფემა, რომელიც კირით არის დაფარული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი „გუჯარეთი“, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 98-99