მაჩხანი ― ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფ. წოდორეთის მახლობლად[1]. წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში. ნაგებია ფოროვანი ტუფით. ცალკეული ნაწილები — ლავგარდანი, სამხრეთ შესასვლელის წარწერიანი არქიტრავი, აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ფილა და კედლის ზედა ნაწილების მოპირკეთება უფრო მკვრივი, მოყვითალო ფერის ქვისაა, შიგნიდან კამარები და აფსიდის კონქი ამოყვანილია რიყის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად ნასოფლარია.

მაჩხანის ეკლესია
ასომთავრული და არაბული წარწერა შესასვლელი კარის ზემოთ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Шмерлинг Р. О., Долидзе В. Г., Барнавели Т. В., Окрестности Тбилиси, Тб., 1960;
  • Чубинашвили Г. Н., Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970, с. 173-177;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება