მაჩქათელა (Barbastella barbastellus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღამურასებრთა ოჯახისა. აქვს შედარებით მოკლე, მაგრამ ძალზე ფართო ყურები, მოკლე და ბლაგვი ცხვირი, გრძელი და ბოლოში წაწვეტებული ფრთები. სხეული დაფარული აქვს გრძელი, ხშირი და რბილი ბეწვით. გავრცელებულია ევროპაში, უკრაინაში, ყირიმში, კავკასიაში. საქართველოშითბილისში, ბორჯომის ხეობაში. ყველგან მცირერიცხოვანია. სწრაფად დაფრინავს. შობს 2 ნაშიერს. ზამთრობით ძილს ეძლევა. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს.

მაჩქათელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხელფრთიანები
ოჯახი:  ღამურასებრნი
სახეობა:  მაჩქათელა
ლათინური სახელი
Barbastella barbastellus
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 2553

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 6, გვ. 510, თბ., 1983