მაჩიტაურის ეკლესია
მაჩიტაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩიტაურში.
აღწერა
რედაქტირებამაჩიტაურის ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე და წარმოადგენს დიდ დარბაზულ, შვერილაბსიდიან ეკლესიას. გადახურვა ჩანგრეულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქვიშაქვა, კონსტრუქციულ ადგილებში კი თლილი კვადრებია გამოყენებული. წყობის თარაზულობა დაცულია. კარნიზიც თლილი ქვითაა გამოყვანილი. ეკლესია ცოკოლზეა აღმართული. ნაგებობა წაგრძელებული სწორკუთხედია. აფსიდის შიდა ნახევარწრიული ფორმა იმეორებს ფასადის ფორმასაც. საკურთხეველში ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია სამთაღოვანი კანკელით, ამათგან შუა თაღი მაღალი და ფართოა. დარბაზის გრძივ კედლებში წყვილ-წყვილი სარკმელია მოთავსებული. ეკლესიაში შესასვლელი სამივე კარი შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავულია. კედლებს გარედან ეტყობა შელესილობის კვალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9320