მაშხალის ქუჩა — ყოფილი ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მდებარეობდა საქანელას დაღმართსა და ყოფილ სასუტმრო „ივერიას“ შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც მაშხალის შესახვევი, ასევეა დატანილი 1934 წელს გეგმაზეც, აქვე იყო კანონირის (მეზარბაზნის) და ვაზნის შესახვევები, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს. თბილისის ქუჩების 1955 წლის ცნობარში შეტანილია როგორც ქუჩა. რევოლუციამდე ამ ქუჩის მიდამოებში იდგა სამხედრო-საინჟინრო, საარტილერიო უწყებები. როგორც ჩანს, აქ ამზადებდნენ შუშხუნებს (მაშხალებს).

მაშხალის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები მაშხალის შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება