საქანელას დაღმართი
საქანელას დაღმართი — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან საქანელას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია როგორც კარუსელის დაღმართი (აღდგომის დღეებში აქ მოსახლეობა კარუსელით ერთობოდა). 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ანდეზიტის დაღმართი. თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია საქანელას დაღმართის სახელწოდებით.
საქანელას დაღმართი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვერე |
წინა სახელები | კარუსელის დაღმართი, ანდეზიტის დაღმართი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 157, 160, ISBN 978-99928-20-35-3.