მაქციაობა — პერსონაჟის ზოომორფული გარდასახვა ფოლკლორში. მაქციაობა ნიშნავს სხვა სახის მიღებას, სხვა რამედ ან ვინმედ გადაქცევას, გარდაქმნას. ხალხურ მეტყველებაში იხმარება სიკეკლუცისა და კოხტაობის, აგრეთვე მოხერხებულობის, ეშმაკობის, თავის მოკატუნების სინონიმად. მაქციაობა ზღაპრისა და მითოსის ნიშანდობლივი თვისებაა, უკავშირდება მსახიობური ხელოვნების ხალხურ საწყისებს. მაქცია-პერსონაჟები ფოლკლორული დრამის პერსონაჟთა წინამორბედებიც არიან.

ლიტერატურა რედაქტირება