მაქსინ კუმინი
მაქსინ კუმინი (ინგლ. Maxine Kumin) (დ. 6 ივნისი, 1925 — გ. 6 თებერვალი, 2014) — ამერიკელი პოეტი და ავტორი. დაინიშნა აშშ-ს პოეზიის ლაურეატ-კონსულტანტად კონგრესის ბიბლიოთეკისთვის 1981–1982 წლებში. [9]
მაქსინ კუმინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ივნისი, 1925[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ფილადელფია, პენსილვანია, აშშ[1] |
გარდაცვალების თარიღი | 6 თებერვალი, 2014[1] [2] [3] [4] [6] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Warner, ნიუ-ჰემფშირი, აშშ |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი[7] , რომანისტი და საბავშვო მწერალი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | რედკლიფის კოლეჯი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და Cheltenham High School |
ჯილდოები | პულიცერის პრემია პოეზიისათვის[8] , ჰარვარდის უმაღლესი სკოლის ასწლიანი მედალი და ეინისე ტიეტჯენის მემორიალური პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებამაქსინ კუმინი (ნამდვილი გვარი ვინოკური) დაიბადა 1925 წლის 6 ივნისს, ფილადელფიაში, ებრაელი მშობლების ოჯახში, და დადიოდა კათოლიკურ საბავშვო ბაღსა და დაწყებით სკოლაში. 1942 წელს ჩაირიცხა რედკლიფის უნივერსიტეტში. 1946 წელს მიიღო ბაკალავრის, ხოლო ორ წელიწადში მაგისტრის ხარისხი. 1946 წლის ივნისში იგი დაქორწინდა ვიქტორ კუმინზე, საინჟინრო კონსულტანტზე. წყვილს სამი შვილი ეყოლა: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 1957 წელს ჯონ ჰოლმსთან ერთად სწავლობდა პოეზიას ბოსტონის ზრდასრულთა განათლების ცენტრში . იქ იგი შეხვდა ენ სექსტონს, რომელთანაც მან დაიწყო მეგობრობა, რომელიც გაგრძელდა 1974 წელს სექსტონის თვითმკვლელობამდე.
კუმინი ასწავლიდა ინგლისურს 1958-1961 და 1965-1968 წლებში ტუფტის უნივერსიტეტში; 1961-1963 წლებში იყო რედკლიფის დამოუკიდებელი სწავლების ინსტიტუტის მეცნიერი. ატარებდა შეხვედრებს უამრავ სკოლასა და უნივერსიტეტში ლექტორად და პოეტად. 1976 წლიდან გარდაცვალებამდე 2014 წლის თებერვალში იგი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ მეურნეობაში, უორნერში, ნიუ ჰემფშირი, სადაც გამოყავდათ არაბული და მეოთხეული ჯიშის ცხენები.
კარიერა
რედაქტირებაკუმინის მრავალი ჯილდოს სიაში შედის: იუნის ტიეჟენის პოეზიის მემორიალური ჯილდო (1972), პულიცერის პრემია პოეზიაში (1973), აიკენ ტეილორის ჯილდო თანამედროვე ამერიკული პოეზიისათვის, 1994 წლის პოეტების პრემია (ნაწარმოებისთვის „იღბლის ძებნა“), ამერიკული აკადემიის და ხელოვნებათა და წერილების ინსტიტუტის ჯილდო ლიტერატურის ჟანრში (1980), ამერიკელი პოეტების აკადემიის სტიპენდია (1986), 1999 წლის რუთ ლილის პოეზიის პრემია და ექვსი საპატიო ხარისხი. [10] მას ასევე მიენიჭა სარა ჯოზეფ ჰელის ჯილდო და ლევინსონის პრემია. ასევე მიიღო ამერიკის ხელოვნების ეროვნული ფონდის გრანტი. [11] 1981–1982 წლებში მუშაობდა კონგრესის ბიბლიოთეკის პოეზიის კონსულტანტად.
კრიტიკოსები კუმინს ადარებდნენ ელიზაბეთ ბიშოპსა და რობერტ ფროსტს მისი ზედმიწევნითი, დეტალური დაკვირვებების გამო, რადგან თავის შემოქმედებაში იგი ხშირად განსაკუთრებით ყურადღებას უთმობდა სასოფლო ცხოვრების რიტმებს ახალ ინგლისში. მას მოიხსენიებენ ისეთ აღიარებულ პოეტებთან ერთად, როგორებიც არიან: ან სექსტონი, სილვია პლათი და რობერტ ლოუელი. მაგრამ მათგან განსხვავებით, კუმინი თავს არიდებს მაღალ რიტორიკას და სადა სტილით წერას ამჯობინებს. მაქსინი იყო ერთ-ერთი მსაჯი 1985 წლის ბრიტინგემის პრემიაზე პოეზიის დარგში, სადაც მან საუკეთესო შეფასება მისცა პატრიცია დობლერის ნაწარმოებს — „საუბარი უცხო ადამიანებთან“.
იგი ასწავლიდა პოეზიას ახალი ინგლისის კოლეჯის დაბალი რეზიდენტურის MFA პროგრამაში. ასევე იყო ალასკის შტატის მიმოხილვის დამხმარე რედაქტორი. თანატოლ პოეტ კაროლინ კიზერთან ერთად იგი ჯერ მუშაობდა ამერიკელი პოეტების აკადემიის კანცლერების საბჭოში, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.
გარდაცვალება
რედაქტირებამაქსინ კუმინი გარდაიცვალა ერთწლიანი ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, 2014 წლის 6 თებერვალს, 88 წლის ასაკში. ნიუ-ჰემფშირში.
დიდი ალბათობით, კუმინი იყო ბოლო პირი, ვინც ან სექსტონი ცოცხალი ნახა, რადგან მათ ერთად მიირთვეს ლანჩი სექსტონი სუიციდამდე 1974 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაქსინ კუმინი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Encyclopædia Britannica პოეტის პროფილი ბრიტანიკაზე
- Kumin profile მაქსინ კუმინი პოეტთ ფონდში
- კუმინის გვვერდი ამერიკი პოეტთა აკადემიის ვებ-გვერდზე
- კუმინის პროფილი პოეზიის არქივში — ხელნაწერები და აუდიო ჩანაწერები[მკვდარი ბმული],
- მაქსინ კუმინი: ამონარიდი 2010 წლის სემინარიდან (15:45)
- კუმინი თანამედროვე ამერიკულ პოეზიაში დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine.
- კუმინის ინტერვიუ
- მაქსინ კუმინის ოფიციალური ვებ-გვერდი
- ვიდეო: მაქსინ კუმინი და ვესლი მაკნაირი კითხულობენ თავიანთ პოემებს (ხაგრძლივობა — 75 წუთი) აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში
- აუდიოჩანაწერი: მაქსინ კუმინი კითხულობს პოემას წიგნიდან Still to mow დაარქივებული 2009-04-05 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- „The United States In Literature“, გვ. 615, ილ., 1985
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119511878 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/224
- ↑ Poet Laureate Timeline: 1971–1980. Library of Congress (2008). ციტირების თარიღი: 2008-12-19.
- ↑ Wulf, Steve. (2015-03-23) Supersisters: Original Roster. Espn.go.com. ციტირების თარიღი: 2015-06-04.
- ↑ https://www.poets.org/poetsorg/poet/maxine-kumin