მატნის კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანში. ორივე მათგანი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

პირველი კოშკი

რედაქტირება

კოშკი დგას სოფლის სამხრეთ–დასავლეთით 4 კილომეტრზე, სწორ ადგილზე. იგი გეგმით თითქმის კვადრატულია (6,9 X 6 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ორი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა - სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმელია მეორე სართულის სამხრეთ კედელში. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.

მეორე კოშკი

რედაქტირება

კოშკი მდებარეობს სოფლის დასავლეთით ორ კმ-ზე მლაშეების გორის ძირში. გეგმით ოთხკუთხაა (4.9 X 4.17 მ), ზემოთკენ დავიწროვებული. ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეებში მოზრდილი ზომის ნატეხი ქვაა გამოყენებული. ძეგლი დაზიანებულია. შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. შესასვლელი პირველ სართულზეა, დასავლეთიდან. ამ სართულზე, სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში, ერთი ვიწრო სარკმელია. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია, შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები.

ლიტერატურა

რედაქტირება