მატვეევ-კურგანის პავლე ტაგანროგელის ეკლესია
მატვეევ-კურგანის პავლე ტაგანროგელის ეკლესია (რუს. Церковь Павла Таганрогского) — მართლმადიდებლური ეკლესია მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ მატვეევ-კურგანში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
მატვეევ-კურგანის პავლე ტაგანროგელის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | მატვეევ-კურგანი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2003-2015 |
გარე სურათები | |
---|---|
მატვეევ-კურგანის პავლე ტაგანროგელის ეკლესია |
მისამართი: 346970, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი მატვეევ-კურგანი, სადოვაიის ქუჩა № 2.
ისტორია
რედაქტირება1999 წელს დასახლება მატვეევ-კურგანის მოსახლეობამ როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოს პანტელეიმონს სთხოვა მიეცა კურთხევა და ჩაეტარებინათ ადგილობრივი მრევლის საზოგადოების დამფუძნებელი კრება. მთავარეპისკოპოსის თანხმობა მიიღეს და მატვეევო-კურგანის ოლქის წინამძღვარმა ნიკოლაი ჩერნიავსკიმ ჩამოაყალიბა სამრევლო საზოგადოება.
საზოგადოების ზეციური მფარველი გახდა ამავე წელს წმინდანად შერაცხული პავლე ტაგანროგელი. ამავე პერიოდში ღვთისმსახურება აღევლინებოდა ყოფილი საზაფხულო კინოთეატრის შენობაში, რომელიც გადააკეთეს სამლოცველო სახლად.
2000 წელს მთავარეპისკოპოს პანტელეიმონს თხოვნით მიმართეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, რათა ეკურთხებინა ტაძრის მშენებლობა მიუსის ფრონტზე გამარჯვების აღსანიშნავად.
2003 წელს მატვეევო-კურგანის, კუიბიშევისა და ნეკლინოვის რაიონების ვეტერანებმა შექმნეს გაერთიანებული კრება, რომელიც დაკავებული იქნებოდა ეკლესიის მშენებლობის საკითხებით. ამავე წელს შეიქმნა ეკლესიის გეგმა. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2003 წელს.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის, მეზობელი რაიონების მეწარმეების, ქალაქ დონის როსტოვისა და ტაგანროგის მოსახლეობის სახსრებით. ეკლესიის მშენებლობა დაჯდა ძვირი. 2015 წლის 1 მაისს დააყენეს გუმბათი და ჯვარი.
როსტოვის ახალმა მიტროპოლიტმა ეკლესიაში დააყენა მემორიალური დაფა, რომელზეც დააწერეს ომში დაღუპულთა სახელები. 2016 წლის 14 თებერვალს როსტოვის მიტროპოლიტმა მერკურმა აკურთხა ეკლესია პავლე ტაგანროგელის სახელზე.
ამჟამად ეკლესიასთან შექმნილია საკვირაო სკოლა, გამოდის სამრევლო გაზეთი „Слово“.
ეკლესიაში ინახება პავლე ტაგანროგელის ხატი მისი წმინდა ნაწილით[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Церковь Павла Таганрогского
- Павла Таганрогского п. Матвеев Курган Матвеево-Курганского района. Официальный сайт Ростовской-на-Дону епархии Дон православный.
- Храм Павла Таганрогского в п. Матвеев Курган
- Храм во имя праведного Павла Таганрогского