მატარა
მატარა — ქალაქი და ნავსადგური შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე. 2012 წლის მონაცემებით ქალაქში 47 420 ადამიანი ცხოვრობს. მატარა წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო კვანძს, ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრი. რაიონში აშენებენ ქოქოსის პალმას და სანელებლებს. ქალაქის ტერიტორიაზე მოიპოვება გრაფიტი და ძვირფასი ქვები. როგორიცაა საფირონი, ლალი, აკვამარინი და სხვა.
ქალაქი | |
---|---|
მატარა | |
ქვეყანა | შრი-ლანკა |
კოორდინატები | 5°57′00″ ჩ. გ. 80°32′00″ ა. გ. / 5.95000° ჩ. გ. 80.53333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2±1 მეტრი |
მოსახლეობა | 47 420 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+6 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 487.