მასალათა
მასალათა (არაბ. مسلاتة) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ელ-მაღრაბის რაიონში. ისტორიულად იგი ისლამის სწავლების ცენტრი იყო. ასევე ცნობილია ზეთისხილის პლანტაციებითა და ზეითუნის ზეთის წარმოებით. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლის 16 ნოემბერს, მასალათაში გამოცხადდა ტრიპოლის რესპუბლიკა, რომელიც არაბულ სამყაროში პირველი რესპუბლიკა იყო. ქალაქ ტარჰუანის მსგავსად, სახელი მიიღო ლიბიის ყოფილი რაიონის — ტარჰუანა-ვა-მასალათისგან.
ქალაქი | |
---|---|
მასალათა არაბ. مسلاتة | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
რაიონი | ელ-მაღრაბი |
კოორდინატები | 32°34′56″ ჩ. გ. 14°02′24″ ა. გ. / 32.58222° ჩ. გ. 14.04000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 227[1] მ |
მოსახლეობა | 23 702[1] კაცი (2004) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ქალაქის ისტორია რომაული ხანიდან იწყება, რა დროსაც მას მისფეს სახელით მოიხსენიებდნენ. იგი სადგური იყო ლეპტის-მაგნასა და ტარჰუანას შორის.