მარშალის ეკონომიკის ბიბლიოთეკა
მარშალის ეკონომიკის ბიბლიოთეკა (ინგლ. Marshall Library of Economics) — კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ლიტერატურაზე სპეციალიზებული ბიბლიოთეკა.
ქვეყანა | ინგლისი |
---|---|
დაარსდა | 1885 |
მოცულობა | ~70 000 წიგნი და 30 000 სპეციალიზებული ჟურნალი |
დაარსდა 1885 წელს, როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ალფრედ მარშალმა და ჰენრი სიდჟვიკმა უნივერსიტეტს საკუთარი წიგნები გადასცეს, რათა სტუდენტებს შეძლებოდათ მათი გამოყენება. წიგნები ღვთისმეტყველების სკოლაში განთავსდა. 1906 წელს წიგნები უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პოლიტიკის სპეციალური საბჭოს ანგარიშზე გადავიდა. 1909 წელს მიიღო ახალი დასახელება „ფაკულტეტის ეკონომიკური ბიბლიოთეკა“ და პირველ ბიბლიოთეკრად ალფრედ მარშალის მოსწავლე - ჯონ მეინარდ კეინსი დაინიშნა.
მარშალმა თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1924 წელს, ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები და ფული. სწორედ ამის გამო, 1925 წელს, ბიბლიოთეკას ამჟამინდელი სახელი ეწოდა.
1960-იან წლებში ბიბლიოთეკა გადავიდა მისთვის სპეციალურად აშენებულ შენობაში, სიდჯუიკ ავენიუზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიბლიოთეკის გვერდი კემბრიჯის უნივერსიტეტის საიტზე დაარქივებული 2013-04-11 საიტზე Wayback Machine.