მარტოობის ჟამის ჩანაწერები

მარტოობის ჟამის ჩააწერები (枕草子, Makura no Sōshi) — სეი სიონაგონის დღიურის ტიპის წიგნი, რომელიც მან 990-იანი წლების მიწურულსა 1000-იანი წლების დასაწყისში დაწერა, როცა ჰეიანის პერიოდის იაპონიაში დედოფალ სადაკოს სეფექალი იყო. მან წიგნზე მუშაობა 1002 წელს დაასრულა.

სეი სიონაგონი XVII საუკუნის ილუსტრაციაზე

წიგნი წარმოადგენს ესეების, ანეკდოტების, ლექსებისა და სხვადასხვა აღწერითი პასაჟების კრებულს. მასში წარმოდგენილია ავტორის იდეები და დაკვირვებები მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. პირადი მოსაზრებების გარდა მასში ვხვდებით სამეფო კარზე მომხდარ საინტერესო მოვლენებსა და თანამედროვეთა წარმოდგენებს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ძირითადად პირად ჩანაწერებს წარმოადგენს, ავტორის სამწერლო და პოეტური ნიჭი მას საინტერესო ლიტეტრატურულ ნამუშევრად აქცევს. აგრეთვე წიგნი მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტიცაა.

სიონაგონი ჩანაწერებს მხოლოდ პირადი დანიშნულებისთვის წერდა და ისინი საზოგადოებისთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, როცა ავტორს წიგნი ბალიშზე დარჩა დატოვებული.[1] ჩანაწერების გაკეთება სიონაგონისთვის იმ აზრებისა და გრძნობების გამოხატვის საშუალება იყო, რომელთა საჯარო გაცხადების უფლებაც საკუთარი დაბალი სოციალური სტატუსის გამო არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სიონაგონი ჩანაწერების გასაჯაროებას არ აპირებდა, საუკუნეების მანძილზე წიგნმა ცნობილი ლიტერატურული ნამუშევრის სტატუსი დაიმკვიდრა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Meredith McKinney on Sei Shonagon's Masterpiece." Kyoto Journal. The Pillow Book: Translating a Classic