მარტინ მაზმანიანი
მარტინ მაზმანიანი (დ. 6 იანვარი, 1900, თბილისი — გ. 8 მაისი, 1987) — სომეხი კომპოზიტორი.
მარტინ მაზმანიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 იანვარი, 1900 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 8 მაისი, 1987 |
დაკრძალულია | ერევანი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1921-1925 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, 1926-1930 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. არის სომხეთში კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1937-1943 წლებში იყო ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, 1942-1949 წლებში ერევნის პ. ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, 1950-1954 წლებში სომხეთის სახელმწიფო ფილარმონიის დერექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962-1978 წლებში ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი; მისი თხზულებები: ოპერა "ჩუტიკ"("წიწილა"), 2 სიმფონიური პოემა, 2 საცეკვაო სიუიტა, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები, სიმღერები, საბავშვო მუსიკა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 292