მაროდიშის ეკლესია

მაროდიშის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილისი-გორის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, გაშლილ მინდორზე. ეკლესია გვიანდელ ფეოდალურ ხანაშია აგებული.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 5,8 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში - ოთხკუთხა ნიში. ოდნავ შეისრული სატრიუმფო თაღი მძლავრადაა ამოწეული კამარიდან. კვადრატული დარბაზი გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით. დასავლეთ კედელში ერთი ვიწრო სარკმელია, სამხრეთისაში - ორი. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ეკლესიას ორრიგად კბილანებად დალაგებული აგურის ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება