მარკ ელიზაროვი (დ. 22 მარტი, 1863, ბესტუჟევკა — გ. 10 მარტი, 1919, პეტროგრადი) — რუსი რევოლუციონერი, ანა ელიზაროვა-ულიანოვას მეუღლე.

მარკ ელიზაროვი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1886 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1893 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. პარტიულ მუშაობას ეწეოდა სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და სამარაში. 1901 წლის აგვისტოში რსმპ-ის მოსკოვის კომიტეტში საქმიანობისთვის დააპატიმრეს და 2 წლით სიზრანში გადაასახლეს. 1905 წელს მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის მუშათა გაფიცვებში. 1909-1916 წლებში მუშაობდა სადაზღვევო საზოგადოებებში „სალამანდრა“ და „ვოლგა“. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო გზათა სახალხო კომისარი, და დაზღვევის საქმეების მთავარი კომისარი.

ლიტერატურა

რედაქტირება