ანა ელიზაროვა-ულიანოვა
ანა ელიზაროვა-ულიანოვა (დ. 14 აგვისტო, 1864, ნიჟნი ნოვგოროდი — გ. 19 ოქტომბერი, 1935, მოსკოვი) — რუსი რევოლუციონერი, ვლადიმერ ლენინის და, მარკ ელიზაროვის მეუღლე.
ანა ელიზაროვა-ულიანოვა | |
---|---|
რუს. Анна Ильинична Елизарова-Ульянова | |
დაბადების თარიღი | 14 (26) აგვისტო, 1864 |
დაბადების ადგილი | ნიჟნი-ნოვგოროდი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1935[1] [2] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
განათლება | ბესტუჟევის კურსები და Marinisk Women's Gymnasium |
მამა | Ilya Ulyanov |
დედა | მარია ბლანკი |
მეუღლე/ები | მარკ ელიზაროვი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1880 წელს დაამთავრა სიმბირსკის გიმნაზია. 1883 წლიდან სწავლობდა ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე სანქტ-პეტერბურგში. 1886 წლიდან მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში. 1887 წელს ძმის, ა. ულიანოვის საქმეზე დააპატიმრეს და მიუსაჯეს 5 წლით გადასახლება. სასჯელი მოიხადა სოფელ კოკუშკინოში, ყაზანსა და სამარაში. 1894 წელს ჩაება მოსკოვში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში და კავშირი დაამყარა მუშათა წრეეებთან. 1896 წელს ერთმანეთს დააკავშირა დაპატიმრებული ლენინი და პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირის“ წევრები. 1898 წლიდან გახდა რსდმპ-ის მოსკოვის კომიტეტის წევრი. 1903-1904 წლებში პარტიულ საქმიანობას ეწეოდა კიევსა და სანქტ-პეტერბურგში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1907, 1912, 1916 და 1917 წლებში იდაპატიმრებული იყო. 1918-1920 წლებში სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატში ეკავა ბავშვათა დაცვის განყოფილების გამგის თანამდებობა. შემდეგ მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში. იყო ლენინისა და პარტიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ორგანიზატორი,. 1932 წლამდე იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. დაწერა მოგონებები ლენინზე. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოზე სანქტ-პეტერბურგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 126.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Елизарова-Ульянова Анна Ильинична // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.