მარიუტი
მარიუტი — ლაგუნის ტიპის მარილიანი ტბა ჩრდილოეთ ეგვიპტეში. მდებარეობს მდინარე ნილოსის დელტის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 4 მ-ით დაბლა. ხმელთაშუა ზღვისგან გამოყოფილია ვიწრო და ქვიშიანი ყელით, რომელზედაც დაშენებულია ქალაქ ალექსანდრიის დასავლეთი ნაწილი. გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ; წაგრძელებული ფორმისაა. XX საუკუნეში ტბის ფართობი დაახლოებით 200 კმ² აღწევდა.[1] ამჟამად მისი ფართობია 60 კმ².[2] ნაპირებთან მოქმედებს თევზსაჭერი არტელი და მარილის მოსაპოვებელი საწარმო. მარიუტი არხით შეერთებულია მდინარე ნილოსთან. ტბის ყველაზე მაღალი დონეები ემთხვევა მდინარე ნილოსის წყალმოვარდნებს. ანტიკურ დროში ტბას „მარეოტისი“ ეწოდებოდა. ტბაში მოიპოვება ნილოსის ქორჭილა.
მარიუტი | |
---|---|
მარიუტი | |
კოორდინატები: 31°09′11″ ჩ. გ. 29°53′55″ ა. გ. / 31.15306° ჩ. გ. 29.89861° ა. გ. | |
მდებარეობა | ეგვიპტე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | -4 მ მ |
ფართობი | 60 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lake Mariout — Great Soviet Encyclopedia[მკვდარი ბმული]
- ↑ Fishing for Lake Mariout's last hope?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-05. ციტირების თარიღი: 2014-08-24.