მარისა მელი (დ. 24 თებერვალი, 1939 — გ. 16 მაისი, 1992) — ავსტრიელი მსახიობი. ძირითადად ასრულებდა საბედისწერო ქალის როლებს ევროპულ არტჰაუსსა და ჟანრულ ფილმებში. მის საუკეთესო ნაშრომად აფასებენ ევა კანტის როლს მარიო ბავას კრიტიკულად გადაფასებულ ფილმში საშიშროება: დიაბოლიკში (1968) და სიუზან დიუმურიეს/მონიკა ვესტონის ორმაგ როლს ლუჩიო ფულჩის ფილმში ერთი მეორეზე (1969).

მარისა მელი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1939
გრაცი, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 1992 (53 წლის)
ვენა, ავსტრია

მას შემდეგ, რაც პოპულარობა მოიპოვა ისეთ ფილმებში, როგორიცაა ვენუსბერგი (1963), მასკარადი (1965), კაზანოვა 70 (1965) და საიდუმლო აგენტი სუპერ დრაკონი (1966). მელი ცდილობდა, დაეწყო კარიერა ბროდვეისა და ჰოლივუდში. მისმა სადებიუტო მიუზიკლმა მატა ჰარიმ მარცხი განიცადა. შემდეგ იგი გადასახლდა იტალიაში, სადაც მისმა გახმაურებულმა სასიყვარულო ცხოვრებამ და ხანგრძლივმა ურთიერთობამ პიერ ლუიჯი ტორისთან, ფლეიბოისა და მოგვიანებით ძებნილ კრიმინალთან, ტაბლოიდური პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ პერიოდიდან მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „ნებისმიერს შეუძლია თამაში“ (1968), მარტა (1971), ბენ და ჩარლი (1972), შვიდი სისხლიანი ორქიდეა (1972), ბანდების ომი მილანში (1973), მაჰაგანი (1975), კაზანოვა . & Co. (1977) და შეშლილი ძაღლის მკვლელი (1977).

მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე თამაშისას ამტანობით გამოირჩეოდა, ცხოვრებაში მელი იყო დაუცველი ფიგურა, რომელიც იტანჯებოდა უიღბლობით, არასწორად წარმართული პირადი ცხოვრებით და მოიხმარდა ნარკოტიკებს. 1980-იანი წლების ბოლოს, ამ ფაქტორებმა გაანადგურეს მისი ფიზიკური ჯანმრთელობა და იგი იძულებული გახდა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ავსტრიაში გაეტარებინა, სადაც მძიმე ვითარებაში ცხოვრობდა. [1]

მელმა დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი გრაცი, რათა ესწავლა მაქს რეინჰარდტის დრამატულ სკოლაში. ოთხი წლის სასცენო მუშაობის შემდეგ, მან დაიწყო მთავარი როლების შესრულება ევროპულ ფილმებში. [1]

1963 წელს საფრანგეთში სერიოზულ ავტოავარიაში მოყვა. ექვსი საათის განმავლობაში იგი უგონოდ იწვა და მიიღო დაზიანებები სახეზე. მომდევნო ორი წელი მან გაიარა პლასტიკური ქირურგია და სახეზე არანაირი დაზიანება არ დარჩენილა, გარდა ზედა ტუჩის მცირე ნახვევისა. [1]

ფილმის საიდუმლო აგენტი სუპერ დრაკონის (1966) შემდეგ, მან მიიღო მთავარი როლი „სრულიად დამღუპველ“ მიუზიკლში მატა ჰარი პერნელ რობერტსთან ერთად. სასცენო შესრულებისას მრავალი პრობლემის გამო მიუზიკლის წარდგენა მალევე შეწყდა რეჟისორის გადაწყვეტილებით. სიცოცხლის ბოლომდე მელს უჭირდა წარუმატებლობის აღიარება, რამაც გამოიწვია მსახიობის იტალიაში გადასვლა, სადაც უკანასკნელი წარუმატებლობა ვერანაირ გავლენას მოახდენდა მის კარიერაზე. [2] მან უარი თქვა ჰოლივუდის მომგებიან შვიდწლიან კონტრაქტზე, რადგან მისი თმით, „კონტრაქტი მთელი წიგნი იყო. ვფიქრობ, ტუალეტში წასასვლელადაც კი დამჭირდებოდა ნებართვა“ [2] . 1968 წელს მელმა შეასრულა მისი ყველაზე ცნობილი როლი ევა კანტის როლი ფილმში „საფრთხე: დიაბოლიკი“ (1968), რომელიც თავდაპირველად ცუდად მიიღეს, მაგრამ შემდგომში კინოკრიტიკოსებმა მხარი დაუჭირეს. ამ დროს, მელი ჩნდებოდა იტალიური სტანდარტების მიხედვით მთავარ სპექტაკლებში(1969). მან 1969 წელს ნაადრევად დაბადებული ქალიშვილის გარდაცვალება მტკივნეულად განიცადა და მეორე შვილი არასოდეს ჰყოლია. [2]

მელის სახელს რომანტიკულად უკავშირებდნენ ევროპელ და ჰოლივუდელ მამაკაც ვარსკვლავებს, მაგრამ იტალიაში ის ხშირად ექცეოდა პაპარაცების ისტორიების ცენტრში პიერ ლუიჯი ტორისთან , არისტოკრატ, ღამის კლუბის მეგობარ ბიჭთან ერთად. 1971 წელს პიერ ლუიჯი ტორის შეექმნა მთელი რიგი იურიდიული სირთულეები კოკაინის მიწოდების გამო ღამის კლუბის კლიენტებისთვის, რის შემდეგაც იგი გაიქცა ქვეყნიდან თავისი იახტით. ის ლონდონში დააკავეს 300 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს თანხლებით მაღაროში და ბანკის თაღლითობის გამო. ტორი კრობატული ხერხებით გაიქცა ციხიდან; ის საბოლოოდ დაიჭირეს ამერიკაში 18 თვის ძებნის შემდეგ. [1] როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლამაზმანი იტალიურ ფილმში, მელი 1970-იანი წლების განმავლობაში სტაბილურად განაგრძობდა მუშაობას და პოზირებდა იტალიური Playboy- სთვის. [1]

მელის მარკეტინგი დამოკიდებული იყო მის ახალგაზრდობასა და განსაცვიფრებელ გარეგნობაზე, რომელიც თითქმის არ ქრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ასაკი ემატებოდა. იტალიაში, სადაც ის ნამდვილად სახელგანთქმული იყო, 1980-იანი წლების ბოლოს მისი მიმზიდველობა შემცირდა, რაც უჩვეულო იყო იმ ეპოქაში მისი ასაკის ქალისთვის. მელის საჯარო პროფილი მის ბოლო წლებში ძალიან დაბალი რეიტინგით გამოირჩეოდა, თუმცა მან მიიღო სამსახიობო როლი ქ. ვენაში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. იგი 1992 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყელის კიბოთი.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 (2002) Film Fatales: Women in Espionage Films and Television, 1962-1973. ISBN 1476667977. 
  2. 2.0 2.1 2.2 Peter Marks (24 March 2006). „A Role Rekindled“. The Washington Post.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება