მარინე ბაბუნაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინე ბაბუნაშვილი (დ. 24 მაისი, 1957, თბილისი — გ. 21 ნოემბერი, 2022) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1982–1985 წლებში იყო ლაგოდეხის სამშობიარო სახლის ექიმი მეან–გინეკოლოგი. 1985–1986 წლებში პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან–გინეკოლოგი. 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება პრენატალური დიაგნოსტიკის საკითხებს.

1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადრეული პრენატალური დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდთა ეფექტურობის შეფასება და მისი მოთხოვნილება საქართველოში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 26

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება