მარინა ოვსიანიკოვა

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 10 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

მარინა ოვსიანიკოვა (რუს. Мари́на Овся́нникова) (დ. 1978) [1]რუსი სატელევიზიო პროდიუსერი, დასაქმებული იყო რუსეთის პირველ არხზე. [2] 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა რუსეთის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში „ვრემია“. [3] [4] 2022 წელს შეწყვიტა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ახალი ამბების სატელევიზიო გადაცემა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. იგი დააკავეს, არ მისცეს ადვოკატთან წვდომის უფლება, დააჯარიმეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მარინა ოვსიანიკოვა
დაბადების თარიღი 1978
ოდესა, სსრკ
ეროვნება რუსი
ალმა-მატერი

ყუბანის ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის საპრეზიდენტო აკადემია
საქმიანობა ჟურნალისტი, რედაქტორი
მეუღლე(ები) იგორ ოვსიანიკოვი
შვილ(ებ)ი 2

ომის საწინააღმდეგო პროტესტი

რედაქტირება

ოვსიანიკოვა თავდაპირველად მხარს უჭერდა პუტინს. აპირებდა კრემლის მახლობლად საპროტესტო აქციის გამართვას, თუმცა გადაწყვიტა, რომ ეს არ იქნებოდა შედეგიანი. [5]

2022 წლის 14 მარტს, საინფორმაციო გადაცემაზე ვრემიაზე, სადაც იმ დროს პირდაპირი ეთერი გადაიცემოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მარინა გამოჩნდა ახალი ამბების წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან. მას ეჭირა პლაკატი რუსული და ინგლისური ენების ნაზავით, სადაც ეწერა : [6] [7]

Остановите войну, не верьте пропаганде, здесь вам врут.

[შეწყვიტეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ.]

რუსები ომის წინააღმდეგ.

მან დაიყვირა: Остановите войну! Нет войне! [შეწყვიტეთ ომი! არა ომს!]

რამდენიმე წამის შემდეგ პირდაპირი ეთერი ჩაანაცვლეს წინასწარ მომზადებული ჩანაწერით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://tass.ru/proisshestviya/14068301
  2. Shevchenko, Vitaliy (March 15, 2022). „Ukraine war: Protester exposes cracks in Kremlin's war message“. BBC. ციტირების თარიღი: March 15, 2022.
  3. Sivtsova, Sasha; Reiter, Svetlana; Bashkirov, Semyon (16 March 2022). „‘Everyone knows they’re lying’“. Meduza. Abridged translation by Kevin Rothrock.
  4. "Все без исключения понимают, что врут" ["Everyone, without exception, understands that they are lying"]. Meduza (რუსული). 15 March 2022.
  5. EXCLUSIVE State TV protester tells Russians: open your eyes to Ukraine war propaganda. Reuters (16 March 2022).
  6. Ilyushina, Mary; Knowles, Hannah (15 March 2022). „Employee bursts onto live Russian state TV to denounce war: 'They are lying to you here'. The Washington Post. ციტირების თარიღი: 15 March 2022.
  7. Troianovski, Anton (14 March 2022). „A protester storms a live broadcast on Russia's most-watched news show, yelling, 'Stop the war!'. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 March 2022.