მარინა ნონიკაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა ნონიკაშვილი (დ. 25 იანვარი, 1955, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარინა ნონიკაშვილი დაიბადა 1955 წლის 25 იანვარს ქალაქ თბილისში. 1980 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1980–1982 წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1986 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. მან შექმნა 22 სამეცნიერო ნაშრომი, ის იყო ფტიზიატრი–პულმონოლოგი, კლინიკური იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინდივიდუალიზირებული იმუნოთერაპია ნატრიუმის ნუკლეინატით ფილტვების დესტრუქციული ტუპერკულოზის კომპლექსურ მკურნალობაში"

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.226

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება