მარინა ლაბაძე
მარინა ლაბაძე (დ. 21 დეკემბერი, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1963–1966 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასპირანტი. 1966–1975 წლებში ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1975 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, ნეირომორფოლოგიის საკითხებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემაა „ცენტრალური ნერვული სისტემების სხვადასხვა განყოფილებების მორფომეტრიული მონაცემები“, რომელიც დაიცვა 1967 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჰისტოლოგია, სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთათვის, თბილისი, შპს "თობალისი", 2011, ISBN 978-9941-423-21-5
- ჰისტოლოგია, სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთათვის, თბილისი, შპს "თობალისი", 2006, ISBN 99940-36-81-5