მარინა კერესელიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.

მარინა „მარინე“ კერესელიძე (დ. 17 მარტი, 1952) — ქართველი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარინა კერესელიძე დაიბადა 1952 წლის 17 მარტს. 1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განყოფილება.

მრავალი წლის განმავლობაში იყო ჟურნალ „ხელოვნების“ კინოსა და ტელევიზიის განყოფილების ხელმძღვანელი. მოღვაწეობდა და ეწეოდა პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2001 წლიდან კერესელიძე არის „კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის“ პრეზიდენტი, ასევე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესი-ჯორჯიას“ წევრი.

მარინა კერესელიძე არის 2011 წელს გამოსული „ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება