მარინა ბალიაშვილი

ქართველი მეცნიერი და ფსიქოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა ბალიაშვილი (დ. 1948) — ქართველი მეცნიერი და ფსიქოლოგი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა კი 1973 წელს. 2001-2007 წლებში იყო დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. შემდეგ კი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ოცდაათი სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის ავტორი, აქედან 2 სახელძღვანელო. მონაწილეობა აქვს მიღებული სახვადასხვა პროექტებში და 4 საერთაშორისო კონფერენციაში. მისი სამეცნიერო ინტერესები მიმართულია საზოგადოებრივი ღირებულებების და განწყობათა კვლევაზე. დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა 2002 წელს „მე-ს ობიექტივაციის როლი ქცევის რეგულაციაში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ. ირინა ჯაფარიძე., თბ., 2012., გვ.594
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება