მარინა ბალავაძე
მარინა ბალავაძე (დ. 11 ოქტომბერი, 1951, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2015) — ქართველი ექიმი-კარდიოლოგი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ღირსების ორდენის კავალერი (2001). ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
მარინა ბალავაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 ოქტომბერი, 1951 |
დაბ. ადგილი | თბილისი, სსრკ |
გარდ. თარიღი | 18 სექტემბერი, 2015 (63 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1975-1984 წლებში იყო მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის უფროსი ლაბორანტი; 1980 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985–1992 წლებში თბილისის თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1988 წელს პროსპექტულ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პროფილაქტიკური კარდიოლოგიის ასპექტების, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების და სხვა პათოლოგიების დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომი ადეკვატური მკურნალობის პრობლემებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის იშემიური დაავადების გამოსავლენად სტანდარტული მეთოდების გამოყენება და რისკ–ფაქტორების კორექციის შესაძლებლობები, ამბულატორიულ პირობებში 40–49 წლის მამაკაცებს შორის“, დაიცვა 1983 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 28