მარია სვოლუ
მარია სვოლუ | |
---|---|
მშობლიური სახელი | ბერძ. Μαρία Σβώλου |
დაბადების თარიღი |
1892 ათენი, საბერძნეთი |
გარდაცვალების თარიღი | 3 ივნისი, 1976 |
დაკრძალულია | ათენის პირველი სასაფლაო |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
პროფესია |
საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი ათენიდან 11 მაისი, 1958 — 2 ნოემბერი, 1963 |
პარტია | ერთიანი დემოკრატიული მემარცხენე პარტია |
მეუღლე(ები) | ალექსანდროს სვოლოსი |
მარია სვოლუ ( ბერძ. Μαρία Σβώλου, nee Desipri, Δεσύπρη [1], დ. 1892, ათენი — გ. 3 ივნისი, 1976) — ბერძენი პოლიტიკოსი და ფემინისტი. გაერთიანებული დემოკრატიული მემარცხენე პარტიის ( ΕΔΑ ) წევრი. 1958-1963 წლებში — საბერძნეთის პარლამენტის წევრი ათენიდან.პოლიტიკოს ალექსანდროს სვოლოსის მეუღლე.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია სვოლუ დაიბადა დაახლოებით 1892 წელს ათენში (ან პირეოსში [3] ). ის იყო ხუთი ქალიშვილიდან ერთ-ერთი. მამა — გეორგიოს დეზიპრისი ( Γεώργιος Δεσύπρης, 1851-1913), კუნძულ ტინოსის მკვიდრი, დედა — სოფია ემანუელი ( Σοφία Εμμανουήλ ) პირეოსიდან იყო. ოჯახი ცხოვრობდა პირეოსში, სადაც გეორგიოს დეზიპრისი საბერძნეთის ეროვნული ბანკის ფილიალის ბუღალტრად მუშაობდა. 1898 წლის აგვისტოში გადავიდა ლარისაში, სადაც დაინიშნა საბერძნეთის ეროვნული ბანკის ლარისას ფილიალის დირექტორად. [3]
გოგონამ 1907 წელს ლარისაში დაამთავრა ქალთა კერძო სკოლა არსაკონი. [3]
მარია სვოლუ იყო პირველი შრომის ინსპექტორი ქალი ეროვნული ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც გააშუქა მშრომელი ქალების საშინელი სამუშაო პირობები. ომთაშორის პერიოდში გახდა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ასევე იყო ავრა თეოდოროპულუს ინიციატივით 1920 წელს შექმნილი საბერძნეთის ქალთა უფლებების ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მდივანი, 1925 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საღამოს დასაქმებულ ქალთა სკოლა (Εσπερινής Σχολής Γυναικών Υπαλλήλων), რომელიც 1965 წლამდე ფუნქციონირებდა.
მარია სვოლუს ინიციატივით 1933 წელს გაიხსნა სკოლა. მან აიღო ნებართვა მაკონტროლებელი სამინისტროებიდან, მოძებნა შენობა, დახარჯა დიდი დრო და ძალისხმევა პირველ წლებში დაფინანსების ძიებასა და მასწავლებლების დაქირავებაში. 1932 წელს ეგზარქიის რაიონში კოლეთის ქუჩაზე ნიკოს ბიზაკისის პროექტით აშენდა შენობა, რომელშიც სასწავლებელი განთავსდა.[4]
ღერძი სახელმწიფოების მიერ საბერძნეთის ოკუპაციის დროს 1940-1945 წლებში სკოლა დახურეს. შენობა გერმანელებმა დაიკავეს. ომის შემდეგ 1961 წლამდე სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი განახლდა. ამჟამად იქ ფუნქციონირებს ათენის 35-ე მუნიციპალური დაწყებითი სკოლა (35ο Δημοτικό Σχολείο Αθηνών ). 1928 წელს დააარსა სათამაშოებისა და დეკორატიული ხელოვნების სკოლა, რომელიც ცნობილია "პაპასტაროსის სკოლის" სახელით. (ამჟამად იმიტოსის 1 პროფესიული ლიცეუმი, 1ο Επαγγελματικό Λύκειο Υμηττού ). მარია სვოლუმ 1932 წელს დატოვა საბერძნეთის ქალთა უფლებების ლიგა [1] .
მარია სვოლუ ოკუპაციის დროს საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ( ΕΑΜ ) რიგებს შეუერთდა, ამავე დროს იყო იატაკქვეშა გაზეთ Νέα Γενιά -ის — გაერთიანებული პანელინისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის ( ΕΠΟΝ ) პრესის ცენტრალური ორგანოს — სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1944 წლის აპრილის არჩევნებში იგი აირჩიეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული საბჭოს დეპუტატად. 1958 წლის 11 მაისს და 1961 წლის 29 ოქტომბერს — ათენის მეორე ოლქის დეპუტატად პარლამენტის გაერთიანებული დემოკრატიული მემარცხენე პარტიიდან.[1]
1964 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქალთა საყოველთაო ბერძნული კავშირის შექმნაში ( Πανελλαδική Ένωση Γυναικών, ΠΕΓ ).
1922 წელს ცოლად გაჰყვა სოციალისტ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს ალექსანდრე სვოლოსს (1892-1956) [3] .
1922 წელს ათენში გამოიცა მარი სვოლუს წიგნი "ქალი და სოციალური უზრუნველყოფა" ( Η γυναίκα και η κοινωνική πρόνοια ).
მარია სვოლუ გარდაიცვალა 1976 წლის 3 ივნისს. მეორე დღეს დაკრძალეს ათენის პირველ სასაფლაოზე.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Εσπερινή Σχολή Γυναικών Υπαλλήλων 1925 - 1965. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
- ↑ Samiou, Dimitra (2005). "SVOLOU, Maria (born Desypri) (1892? - 1976)". Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries (1st ed.). New York: Central European University Press. pp. 552–557. ISBN 9637326391.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Γεώργιος Δεσύπρης (1851–1913). Ελευθερία (2016-08-07). ციტირების თარიღი: 2020-04-12.
- ↑ Morris, Paul (2002). "Svolou, Maria (d. 1976)". In Commire, Anne (ed.). Women in World History: A Biographical Encyclopedia. Waterford, Connecticut: Yorkin Publications. ISBN 0-7876-4074-3. Archived from the original on 2016-02-24.
- ↑ Daskalova, Krassimira (2008). "Balkans". The Oxford Encyclopedia of Women in World History. Oxford: Oxford University Press. pp. 188–189. ISBN 978-0-19-514890-9.