მარია პუიმანოვა (დ. 8 ივნისი, 1893, პრაღა — გ. 19 მაისი, 1958, პრაღა) — ჩეხი მწერალი, ჩეხოსლოვაკიის სახალხო ხელოვანი (1953).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეულ ეტაპზე განიცდიდა იმპრესიონიზმის გავლენას. 1920-იან წლებში ეწეოდა ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობას, გამოდიოდა რეალისტური ხელოვნების დასაცავად. იმოგზაურა სსრკ-ში და 1932 წელს გამოსცა რეპორტაჟების წიგნი „ახალი ქვეყნისთვის თვალის გადავლება“. 1938-1944 წლებში წერდა ლირიკულ ლექსებს. ავტორია ტრილოგიისა „ხალხი გზაჯვარედინზე“ (1937), „თამაში ცეცხლთან“ (1948) და „სიცოცხლე სიკვდილის წინააღმდეგ“ 1952.

ლიტერატურა

რედაქტირება