მარია (მაშო) ლავრენტის ასული ბერიანიძე (დ. 1875 — გ. 1922) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. მიიღო შინაური განათლება. 1900-იან წლებში იყო ეფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკის მუშა, ქალთა რევოლუციური უჯრედის ორგანიზატორი. რევოლუციური მოღვაწეობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო თბილისის მუშათა საბჭოს და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1919 წელს კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების დეპუტატად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით (საკანონმდებლო ორგანოში ადგილი ვერ მიიღო). საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის (1921) შემდეგ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. გარდაიცვალა პატიმრობაში ტიფით 1922 წლის თებერვალში. დამფუძნებელი კრების დეპუტატ ლეო ნათაძესთან ერთად მისი დაკრძალვა ანტისაბჭოთა მანიფესტაციად იქცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება