მარია ანა იოზეფა ავსტრიელი
მარია ანა იოზეფა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna Josepha von Österreich; დ. 30 დეკემბერი, 1654 — გ. 14 აპრილი, 1689) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორა გონძაგას ასული. იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია და პფალც-ნოიბურგის პრინცესა როგორც იოჰან ვილჰელმის პირველი ცოლი.
მარია ანა იოზეფა ავსტრიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 დეკემბერი, 1654 რეგენსბურგი, ბავარია |
გარდაცვალების თარიღი |
14 აპრილი, 1689, (34 წლის) ვენა, ავსტრია |
ეროვნება | ავსტრიელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | იოჰან ვილჰელმი, პფალცის კურფიურსტი |
მშობლები |
მამა: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი დედა: ელეანორა გონძაგა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ანა იოზეფა დაიბადა 1654 წლის 30 დეკემბერს რეგენსბურგში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორა გონძაგას ასული.
1678 წლის 25 ოქტომბერს ვინერ-ნოიშტადში ცოლად გაჰყვა პფალცის პრინც იოჰან ვილჰელმს, რომელიც იყო მარია ანას ბაბუის, იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ღვიძლი ძმა. მათ ჯვარი არქიეპისკოპოსმა ლეოპოლდ კარლ ვონ კოლონიცმა დასწერათ. მათ უდიდეს და ლეგენდარულ ქორწინებას მისი უფროსი დის, ელეანორისა და პოლონეთის მეფის ჯვრისწერა მოჰყვა. ქორწინების შემდეგ მარია ანა და იოჰან ვილჰელმი დიუსელდორფში დასახლდნენ.
1679 წელს იოჰან ვილჰელმმა ბრძოლაში გაიმარჩვა და იულიხ-კლევ-ბერგის საჰერცოგოებს დაეპატრონა, რითაც მარია ანა მათი ჰერცოგინია გახდა. მთელი მათი ქორწინების მანძილზე მათ მხოლოდ ორი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ვერცერთი ვერ გადარჩა:
- მკვდარშობილი ვაჟი (6 თებერვალი, 1683);
- მკვდარშობილი ვაჟი (5 თებერვალი, 1686);
მარია ანა იოზეფა გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1689 წლის 14 აპრილს, 34 წლის ასაკში. მისი ნაადრევი გარდაცვალების და უშვილობის გამო მისი ქმარი იძულებული გახდა მეორედ ექორწინა ტოსკანის ჰერცოგის ასულ ანა მარია ლუიზა მედიჩზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Harm Klueting, Wolfgang Schmale: The Empire and its territorial states in the 17th and 18th centuries, Volume 10, LIT Edit. Münster, 2004, p. 69.
- Constantin von Wurzbach: Maria Anna Josepha. Nr. 219. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, vol. 7, Edit. L. C. Zamarski, Vienna 1861, p. 29.