მარიამ ჩხეიძე
მარიამ ჩხეიძე (დ. 1888, ყვირილა — გ. 1937) — ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი.
მარიამ ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1888 ყვირილა, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 1937 |
გარდაცვალების მიზეზი | საბჭოთა ტერორი |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | იურისტი |
ალმა-მატერი | პეტერბურგის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი და იურისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ნაფიც-ვექილად. ადრეულ ასაკში შეუერთდა სოციალისტ რევოლუციონერთა პარტიას. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი. საარქივო წყაროების თანახმად, აქტიურად მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, ევალებოდა თეორიული მასალების შეგროვება და კომისიისთვის გაცნობა. 1919 წლის თებერვალს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 31-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქ.შ.წ.კ.გ.ს საზოგადოების გამგეობის წევრი. აქვეყნებდა წერილებს ესერთა პარტიულ გაზეთ „შრომაში“. 1921 წლის იანვარში სოციალ რევოლუციონერების მიერ გამოქვეყნებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი დებულებები სწორედ მისი შემუშავებული იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თავდაპირველად მუშაობდა სასამართლო უწყებებში, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონურ ჯგუფებთან. შეეწირა საბჭოთა ტერორს და დახვრიტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 503.